ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აფხაზეთზე რეზოლუცია მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 5 ივლისს მიღებულ ვაშინგტონის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ “მიუღებელია პროგრესის ნაკლებობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით“.


რეზოლუცია აფხაზეთში არსებული სიტუაციის თაობაზე, რომელიც ვაშინგტონის დეკლარაციის ნაწილს წარმოადგენს, ასევე ამახვილებს ყურადღებას პროგრესის საჭიროებაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება აფხაზეთში და მოუწოდებს “აფხაზურ მხარეს გამოიჩინოს ნება და სათანადო ყურადღება დაუთმოს დევნილებს და განახორციელოს ეს ამოცანა უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.


დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსულ მხარეს “ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს დიალოგი კონფლიქტის მხარეებს შორის“.  


იხილეთ აფხაზეთზე რეზოლუციის ტექსტის ინგლისური ვერსია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version