“რეზონანსი”: ოქრუაშვილი და ალასანია სამხედრო შენაერთის თაობაზე ვერ თანმხდებიან

გაზეთ “რეზონანსის“ ცნობით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია აშკარა კონფრონტაციაში ჩაერთნენ სამხედრო შენაერთის “მონადირე“-ს გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს სამხედრო შენაერთი კოდორის ხეობაში იყო განლაგებული.


სამხედრო ჯგუფი, რომელიც აქამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის დაცვის მიზნით შეიქმნა. ეს ჯგუფი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეშფოთების წყაროც იყო. თუმცა, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას გაეუქმებინა ეს სამხედრო შენაერთი კოდორის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.


“მონადირის გაუქმება შეცდომა იყო. თუმცა თავდაცვის სამინისტრო მალე აღადგენს მას“, იტყობინება “რეზონანსი“ ირაკლი ალასანიას სიტყვებზე დაყრდნობით.


“რეზონანსის“ ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილმა ალასანიას ამ განცხადებას “სულელური უწოდა და განაცხადა, რომ “მონადირე“-ს აღდგენა არ მოხდებოდა. “ალასანიას კომპეტენციაში არ შედის, რომ შეიჭრას თავდაცვის სამინისტროს ფუნქციებში“, დასძინა მან.


“რეზონანსის“ ვარაუდით, ეს სიტყვების ბრძოლა ოქრუაშვილსა და ალასანიას შორის გამოიწვია ამ უკანასკნელის სურვილმა დაიკავოს თავდაცვის მინისტრის პოსტი. გაზეთის ცნობით, ალასანიას სურვილს მხარს უჭერს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობები აქვს თავდაცვის მინისტრთან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version