სამხრეთ ოსეთს ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ჰყავს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა იური მოროზოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნა. 


ინფორმაციის თანახმად, 56 წლის იური მოროზოვი ახალ დანიშვნამდე რუსეთის ქალაქ კურსკში საწვავის ერთ-ერთი კომპანიის ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. მისი ბიოგრაფიის სხვა დეტალები უცნობია.


მოროზოვმა ახალ თანამდებობაზე ზურაბ კოკოევი შეცვალა, რომელიც მაისიდან მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version