პანკისის სპეცოპერაციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი პირი ემსხვერპლა

დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი პირი გარდაიცვალა და ორი ადგილობრივი მოსახლე და ერთი პოლიციელი დაიჭრა 3 ივლისს პანკისის ხეობის სოფელ დუისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს.


სამართალდამცავების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმმა რამდენიმე საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ შტურმით აიღო დუისში მდებრე ერთ-ერთი სახლი, სადაც ორი შეიარაღებული პირი იყო გამაგრებული. პოლიციასა და დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ორი ადგილობრივი მოსახლეც დაიჭრა.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოპერაციით განრისხებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები დაუშინა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version