ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოზე მოხსენებას აქვეყნებს

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გამოაქვეყნა რიგით მეორე მოხსენება საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც მოცემულია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ორ–ეტაპიანი ვიზიტების შედეგები, რომელიც 2003 წლის ნოემბერსა და 2004 წლის მაისში შედგა საქართველოში, იტყობინება ევროპის საბჭოს თბილისის საინფორმაციო ბიურო 1 ივლისს.


მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს ჯერ კიდევ ემუქრებათ პოლიციის მხრიდან არამართებული მოპყრობის სერიოზული საფრთხე. წამების საწინააღმედო კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ პოლიციელთა მომზადებაში გაძლიერდეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დაკითხვისა და გამოძიების თანამედროვე მეთოდიკის კომპონენტები. ასევე განმტკიცდეს პოლიციის მხრიდან არამართებული მოპყრობისაგან დაკავებულ პირთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.


კომიტეტი ასევე გამოთქვამს წუხილს იმის თაობაზე, რომ არ შეიმჩნევა პროგრესი პენიტენციალურ სისტემაში, სადაც “მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა და არსებული უმძიმესი პირობები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის ნათელი მაგალითია“.


პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომლის მოთხოვნითაც გამოქვეყნდა მოხსენება, ამზადებს პასუხებს კომიტეტის მიერ დასმულ საკითხებზე.

Exit mobile version