უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 ივნისს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ტარასიუკს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინულ მხარესთან ერთად მზადდება მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც რეგიონში დემოკრატიული წყობის განმტკიცებას უკავშირდება.


“დემოკრატიულმა საქართველომ და დემოკრატიულმა უკრაინამ წარმატებებს უნდა მიაღწიონ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში შევქმნათ ახალი, ბევრად უფრო ქმედითი მექანიზმები, რეგიონალური თანამშრომლობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ჩვენ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი ქართულ-უკრაინული ცენტრი, რომელიც ორი ქვეყნის მსოფლიოს ორგანიზაციებთან თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version