სხეფერი: ნატო არ ითამაშებს პირდაპირ როლს საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთის ფედერალურ გაზეთ „როსიისკიე ვესტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო “არ ითამაშებს პირდაპირ როლს“ საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარების საქმეში.


“ჩვენ უნდა დავეხმაროთ მხარეებს ნდობის აღდგენაში. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან ერთად, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ კონფლიქტის მხარეებს დიალოგისკენ, რჩევა მივცეთ პრობლემის მოსაგვარებლად“, განაცხადა სხეფერმა.


ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო არ უნდა ჩაერთოს ამ კონფლიქტების მოგვარებაში პირდაპირ, რადგანაც ის “მსოფლიო ჟანდარმი არ არის და არიან სხვა მოთამაშეებიც, როგორიც ეუთოა“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version