დღეიდან დიდი და პატარა ლიახვის ხეობის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, ავტობუმა დაიწყო მოძრაობა.
შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მიხეილ ქარელის ინფორმაციით, ავტობუსი შემოვლითი გზით, ქურთა-ერედვის მიმართულებით მანამ იმოძრავებს, სანამ ცხინვალის გავლით ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა არ გაიხსნება, რომელიც 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველის გაუჩინარების შემდეგ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო ჩაიკეტა.
ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიხსნა
