პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის შანხაის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
საპარლამენტო დელეგაცია თბილისში 25 ივნისს დაბუნდება.