ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლის, კეხვის მკვიდრი 76 წლის გოგი კახნიაშვილი 15 ივნისს გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საღამოს გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
ამის შესახებ ინფორმირებული არიან როგორც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები, ისე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი შერეული სამშვიდობო ძალები.
ბოლო ათი დღის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში კახნიაშვილის შემთხევევა უკვე მეორეა მას შემდეგ, რაც 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველი უკვალოდ გაუჩინარდა.