საქართველოს პარლამენტმა 15 ივნისს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შესახებ 1997 წელს მიღებული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა იმ შეუსაბამობამ, რომ რწმუნებულების ფონდის არსებობა არ იყო გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტი სისტემის შესახებ კანონით, რომელიც საბიუჯეტო სფეროს ძირითად მარეგულირებელ დოკუმენტს წარმოადგენს.
2006 წლიდან ფონდების გაუქმების შემდეგ რეგიონული და თვითმმართველობის პროგრამების დაფინასების უფლებამოსილება გადაეცემა ადგილობრივ ბიუჯეტებს ან პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებს.