გენერალ-მაიორი დევიდ პოიტრისი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, 11 ივნისს თბილისში ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორი ქართულ მხარეს რეკომენდაციებს მიაწვდის რეზერვისტთა მომზადების გეგმის შემუშავების პროცესში.