ბელარუსი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს აწესებს

ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.


“გადაწყვეტილებას განაპირობებს ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საჭიროება, ასევე ბელარუსის მეზობელი მესამე ქვეყნების ინტერესების დაცვა არსებული შეთანხმებების ფარგლებში“, იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური 9 ივნისს.


ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო პერიოდში ბელარუსის ტერიტორია ინტენსიურად გამოიყენება ქართველი კრიმინალური ელემენტების მიერ ვიზების გარეშე რუსეთის ფედერაციაში გადასასვლელად.


რუსეთი 2001 გამოვიდა 1992 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან, რომელიც დსთ-ს მოქალაქეებისთვის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს და საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო, რომელიც დღემდე ძალაშია.


მიუხედავად ამისა, 2004 წლის ივლისში საქართველომ ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version