დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ), რომლის ახალი შემადგენლობაც პარლამეტმა 3 ივნისს დაამტკიცა, პირველი სხდომა გამართა, რომელიც საკადრო საკითხების გადაწყვეტას მიეძღვნა.
ცსკ–ს თავმჯდომარის გია ქავთარაძის მოადგილედ კომისიამ ალექსანდრე ღონღაძე აირჩია, ხოლო მდივნად – გურამ ჩალაგაშვილი.
ცსკ–ს 7–წევრიანი შემადგენლობა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პავლე კუბლაშვილმა წარადგინა.