“თბილგაზის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

თბილისის გაზის გამანაწილებელი კომპანიის “თბილგაზის“ გენერალური დირექტორი დავით მორჩილაძე 2 ივნისს თანამდებობიდან გადადგა.


დავით მორჩილაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა, დღეს გამართულ ბრიფინგზე გადადგომის მიზეზად, კომპანიაში “მისი შესაძლებლობების“ ამოწურვა დაასახელა.


“თბილგაზი, როგორც კომპანია შედგა. ჩემი მთავარი მიზანი არის არა გამართული კომპანიის მართვა, არამედ მისი შექმნა“, განაცხადა დავით მორჩილაძემ. 


გენერალური დირექტორის მოვალეობას დროებით პირველი მოადგილე გიორგი შაშიაშვილი შეასრულებს.


“თბილგაზის“ ყოფილმა დირექტორმა უარყო ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ შესაძლო დანიშვნის თაობაზე.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version