30 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი და თბილისი შეთანხმდნენ მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე 2005 წლის ბოლომდე დაასრულონ.
“ჩვენ დავადასტურეთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა წლის ბოლომდე დავასრულოთ მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე“, იუწყება “ინტერფაქსი” 30 მაისს ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.