ახალი ამბები

მოსკოვი და თბილისი ბაზების გაყვანაზე თანხმდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან მოსკოვში 30 მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მთლიანად დახურავს თავის ბაზებს საქართველოში 2008 წლის განმავლობაში, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“.


სააგენტოები ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე აცხადებენ, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გაყვანის პროცესის დეტალებია გაწერილი. “პირველ რიგში, ბაზებს ახალქალაქიდან გავიყვანთ, შემდეგ კი ბათუმიდან“, დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


“განცხადებაში ნათქვამია, რომ გაყვანა ეტაპობრივად მოხდება. თავდაპირველად, მძიმე ტექნიკა და პერსონალი გავა, შემდეგ კი განხორციელდება სამხედრო ობიექტების საქართველოსთვის გადაცემა “, აღნიშნა ლავროვმა.    


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა ხანგრძლივი და რთული მუშაობის შემდეგ შეძლეს “მიზნის მიღწევა”.


“იმედი მაქვს, რომ ეს [ერთობლივი განცხადება] მიგვიყვანს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოო გაყვანამდე … თავად პროცესი რთული იქნება, თუმცა დღეს ჩვენ მას საფუძველი ჩავუყარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს წინ წავიდეთ”, აცხადებს “რია ნოვოსტი” სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, რუსი და ქართველი ექსპერტები 31 მაისს განაგრძობენ მოლაპარაკებებს გაყვანის პროცესის დეტალების შემდგომი შეთანხმების მიზნნით. 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button