მილიარდელი ფილანტროპი ჯორჯ სოროსი, “ღია საზოგადოების” ინსტიტუტის და სოროსის ფონდების ქსელის დამაარსებელი და თავმჯდომარე, 29 მაისს სამდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.
ჯორჯ სოროსი ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაარსების 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ასევე მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.