ცნობილი მილიარდელი, ფილანტროპი ჯორჯ სოროსი, “ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ და სოროსის ფონდების ქსელის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მაისის ბოლოს სამდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო“.
სოროსი მონაწილეობას მიიღებს “ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ თბილისის ოფისის გახსნის 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი შეხვდება საქართველოს ოფიციალურ პირებს, ქართული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.