პარლამენტმა 20 მაისს დაამტკიცა ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ეუთოში.
ვიქტორ დოლიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიგა ბურდული შეცვალა, ასევე იქნება საქართველოს წარმომადგენელი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც ვენაშია განთავსებული.