მიწის პრივატიზაციის საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით უთანხმოებას იწვევს

დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბედუქიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო მიწის პრივატიზაციის შესახებ“. ეს საკითხი საპარლამენტო უმრავლესობაში უთანხმოებას იწვევს.


ძირითად დავის საგანს წარმოადგენს კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც 5 კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში, გარდა 500 მეტრიანი სასაზღვრო ზოლისა, სასოფლო–სამეურნეო მიწების პრივატიზებას აკანონებს. ამას გარდა კანონპროექტს თან ახლავს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც სასაზღვრო ზონა გამოაკლდება იმ ჩამონათვალთა ნუსხას, რომელთა პრივატიზებაც დღემდე აკრძალულია.


ცალკეული დეპუტატები უმრავლესობიდან აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონის გასხვისების აკრძალვის გაუქმებით, პრივატიზაცია გავრცელდება არა მხოლოდ სასოფლო–სამეურნეო, არამედ სხვა დანიშნულების მიწის ფართობებზეც; მაშინ, როცა მათი ოპონეტები თვლიან, რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას სახელმწიფოზე უკეთესად კერძო მესაკუთრე დაიცავს იმ პირობებში, როცა საზღვრის ურყევობის გარანტი კონსტიტუციაა.


“ბენდუქიძე ცდილობს შემოგვაპაროს სასაზღვრო ზონაში ყველა სახის მიწის პრივატიზაციის შესაძლებლობა“, განაცხადა 17 მაისს პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კუსიანმა.


მას ნაწილობრივ ეთანხმება პარლამეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და კანონპროექტში საზღვართან დაკავშირებული დებულებების განხილვის გადავადების მომხრეა


“კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან [რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან], გარდა თურქეთისა, არ აქვს დელიმიტირებული საზღვრები“, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version