უმოქმედო ხელყუმბარის თაობაზე ინფორმაციისთვის 20 000 ლარია დაწესებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 მაისს განაცხადა, რომ აწესებს 20 000 ლარიან ჯილდოს  იმ ღირებული ინფორმაციისთვის, რაც გამოძიებას გაიყვანს პიროვნებაზე, რომელსაც შესაძლოა “ესროლა” უმოქმედო ხელყუმბარა ხალხის მასაში 50 მეტრის მოშორებით იმ ადგილიდან, საიდანაც პრეზიდენტმა ბუშმა ათი ათასობით ადამიანს 10 მაისს თბილისში სიტყვით მიმართა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის ნახსენები სიტყვა”ხელყუმბარა“. სანაცვლოდ, მოხსენიებულია სიტყვა “ობიექტი, რომელიც წითელ ცხვირსახოცში იყო გახვეული“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version