12 მაისს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდნეტმა აზერბაიჯანელ კოლეგას 9-10 მაისს საქართველოში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტის შედეგები გააცნო.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს 25 მაისს ბაქოში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალის საკითხები. საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მოხარული იქნება მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.
ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს რეგიონალური პრობლემები, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გამყარების და სხვა ორმხრივი საკითხები.