ნინო ბურჯანაძე ლატვიაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა.


ნინო ბურჯანაძე ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ლატვიის პრეზიდენტს ვაირა ვიკე–ფრაიბერგს და მის ლატვიელ კოლეგას ინგრიდა უდრეს, ასევე პრემიერ–მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს, რომელთანაც საქართველო–ლატვიის ორმხრივი ურთიერთობები და ევროინტეგრაციის საკითხები განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version