რუსეთი იმეორებს, რომ ბაზების გაყვანას ოთხი წელი სჭირდება

“რია ნოვოსტის“ და “ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ 11 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს სულ ცოტა ოთხი წელი დასჭირდება ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამხედრო ბაზების გასაყვანად.


“თუ ვადა უფრო ხანმოკლე იქნება, ჩვენ იმავე მწარე გამოცდილების წინაშე დავდგებით, რომელიც უკვე გვქონდა, როცა ჩვენი ჯარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან ცარიელ მინდორში გამოვიყვანეთ“, განაცხადა ბალუევსკიმ.


მისი თქმით, რუსეთს 300 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება საქართველოდან გამოყვანილი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 


საქართველო რუსეთისგან ბაზების გაყვანას 2007 წლის ბოლოსთვის ითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version