საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული და ამერიკული მხარეები უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებს დეტალურად გააგრძელებენ.
“[აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა] კონდოლიზა რაისმა შემომთავაზა, რომ ჯერ მე ვეწვიო ვაშინგტონს, ხოლო შემდეგ თვითონ ჩამოვა საქართველოში, რადგან [9–10 მაისს] შემდგარი ვიზიტის დროს დეტალებზე საუბრის საშუალება არ ყოფილა“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, აშშ–ს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი “არ იყო ანტირუსული, ეს იყო პროქართული ვიზიტი და რეგიონში საქართველოს მხარდაჭერა“.