ჯორჯ ბუში თბილისიდან გაემგზავრა

აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად თბილისი დატოვა და აშშ–ში გაემგზავრა.


ჯორჯ ბუში მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით საქართველოს მოქალაქეს სიტყვით მიმართა,  თბილისის აეროპორტში გაემგზავრა, სადაც მას და მის მეუღლეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი დაემშვიდობნენ. 

9–10 მაისს თბილისში ვიზიტით აშშ–ს პრეზიდენტმა დაასრულა 6 მაისიდან ლატვიაში, ჰოლანდიასა და რუსეთში დაწყებული ევროპული ტურნე.

Exit mobile version