საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან 10 მაისს პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ–ს სურვილია საქართველომ ნატოში გაწევრიანების მიზანს მიაღწიოს.
“პრეზიდენტმა სააკაშვილმა მითხრა, რომ სურს ნატოსთან შეერთება; ჩვენი სურვილია, რომ ამ მიზანს მიაღწიოთ“, აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.
მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთსა და ერაყში სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნასთან დაკავშირებით.
ქართველ სამხედროთა რაოდენობა ერაყში 900–ს სამშვიდობომდე გაიზარდა; საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობასთან ერაყში გაგზავნილი კონტიგენტის შეფარდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კოალიციის ძალებში.