საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, რუსული ენერგოკომპანია “რაო ეესი“ აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიით ინტერესდება და საპრივატიზაციო წინადადების წარდგენას გეგმავს.
თუმცა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალეკო ხეთაგურმა 3 მაისს “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ჯერ-ჯერობით საპრივატიზაციო ნუსხაში შესული არ არის.
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ 2 მაისს განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფო სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისა და დასავლეთ საქართველოში არსებული ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზებას გეგმავს, რომელთა შორისაც არ არის აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)