ზურაბიშვილმა უცხოელ დიპლომატებს სტიქიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 28 აპრილს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და წყალდიდობით მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


მოგვიანებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უცხოელ დიპლომატებს იმ მოთხოვნილებების ნუსხა გადასცა, რომელთა საჭიროებაც არსებობს წყალდიდობით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად.

Exit mobile version