საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 25 აპრილს ზაურ ბარციცი თვითგამოცხადებული რეგიონის გენერალურ პროკურორად დაამტკიცა.
მანამდე ბარციცი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრას ხელმძღვანელობდა.