დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 18 კანდიდატურიდან საჭირო 9 წევრის ნაცვლად საზოგადოებრივი მაუწყებლობის 6 წევრი დაამტკიცა.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბჭოს წევრები გახდნენ: ნინო ანანიაშვილი, გია ნოდია, ალექსანდრე რონდელი, თამარ კინწურაშვილი, ფრიდონ თოდუა და გია ხუბუა.
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტი სამეურვეო საბჭოს სამი ვაკანტური ადგილის შესავსებად ხელახლა წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს.