საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს ერთდღიანი ვიზიტით მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც სუამის – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა – ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტში დამკვირვებლების სტატუსით ასევე მიიღებენ მონაწილეობას ლიტვის, რუმინეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი.
პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, დაგეგმილია მთელი რიგი შეთანხმებები ხელმოწერა და სამიტის შემაჯამებელი დეკლარაციის მიღება. საქართველოს პრეზიდენტი კიშინიოვში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.