კიევში ვიზიტის დროს 20 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მომავალი ვიზიტი მოსკოვში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შედგება თუ არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვში 9 მაისს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესი“.
“[საქართვლოს] პრეზიდენტი ანალიზს გაუკეთებს ამ ვიზიტის შედეგებს და გადაწყვეტს, ღირს თუ არა მისი წასვლა მოსკოვში 9 მაისს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი მოსკოვში გამგზავრებას 25 აპრილს გეგმავს. დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ საკითხის განხილვა.