პარლამეტში უშიშროება ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებს

19 აპრილს პარლამენტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ პარლამენტის სპიკერატში ანონიმური სატელეფონო ზარი გაისმა, რის გამოც პარლამენტის პლენარული სხდომა, ვითარების გარკვევამდე, დროებით შეწყდა.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც პლენარულ სხდომას უძღვებოდა, დეპუტატებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა.


ამ დროისათვის პარლამენტის შენობაში უშიშროების შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version