სახელმწიფო კანცელარიაში დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სააკაშვილთან კონსულტაციებს მართავს.
“ამჯერად, ეს შეხვედრა ჩვენი ინიციატივით იმართება“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.
დეპუტატების განცხადებით, პრეზიდენტთან საუბრის თემა იქნება აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში 10 მაისს დაგეგმილი ვიზიტი. ასევე საარჩევენო კოდექსი, ახალი ელჩების დამტკიცების და სხვა, მიმდინარე საკითხები.