საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 17-18 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვევა.
უზბეკეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ნოღაიდელი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ასევე სუუამში (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა) უზებეკეთის როლზეც გაამახვილებს ყურადღებას. ბოლო წლებში უზბეკეთი ორგანიზაციას სათანადო ყურადღებას არ უთმობს. სუუამის წევრი ქვეყნების სამიტი კიშინიოვში 22 აპრილსაა დაგეგმილი.