სოხუმი რუსი ინსტუქტორების მიერ აფხაზი მფრინავების წვრთნას უარყოფს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა სააგენტო “რეგნუმს” განუცხადა, რომ გავრცელებული  ინფორმაცია გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსი ინსტუქტორების მიერ აფხაზი მფრინავების მომზადების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.


სოსნალიევის განცხადებით, აფხაზ სამხედრო მფრინავებს გუდაუთის აეროდრომიდან საწვრთნელი ფრენები არ განუხორციელებიათ.


14 აპრილს ტელეკომპანია “იმედი“ სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის უწყებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა გუდაუთის ბაზაზე აფხაზ სამხედრო მფრინავთა ჯგუფის მომზადება 13 აპრილიდან დაიწყეს. “ამავე სწავლების ფარგლებში, გუდაუთის სამხედრო ბაზიდან 15-მდე საწვრთნელი გაფრენა განხორციელდა“, იუწყებოდა ტელეკომპანია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version