პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს კანდიდატურები წარადგინა

დღეს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა გელა ჩარკვიანმა წარადგინა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ღია კონკურსის წესით შერჩეული 18 კანდიდატურა, რომელთაც 30 დღის ვადაში წარუდგენენ  პარლამენტს დასამტკიცებლად.  პარლამენტი 18 კანდიდატურიდან 9 მეურვის არჩევაზე მისცემს თანხმობას პრეზიდენტს.


კანდიდატურებს შორის არიან ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, “სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გია ნოდია, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა დოლიძე, “თავისუფლების ინსტიტუტის“  წარმომადგენელი თამარ კინწურაშვილი და სხვები.


“მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით 6 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშავს საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version