სამეგრელო -ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულად ზუგდიდის გამგებელი კახა არდია დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის გამგებელი არდიას მოადგილე ალექსანდრე ქობალია გახდება.


სამხარეო რწმუნებული მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიგი უგულავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე რუსეთის ფედერაციაში  საქართველოს ელჩად წარდგენილი ირაკლი ჩუბინიშვილი შეცვალა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე გიგი უგულავას მუშაობა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ “დაწინაურების” შემდეგ “ასევე წარმატებულად იმუშავებს ახალ თანამდებობაზე“. 


პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ამ საკადრო გადააადგილებების შემდეგ, უახლოეს მომავალში რაიმე საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version