პრეზიდენტი “გარე ძალების“ მიერ დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ძალოვანმა უწყებებმა “კონტრდაზვერვის საქმიანობა უნდა გააუმჯობესონ”, რადგანაც მიაჩნია, რომ საქართველოში არეულობის შექმნას, კონფლიქტების პროვოცირებას, დესტაბილიზაციის გამოწვევას გარე ძალები ყოველმხრივ შეეცდებიან, იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.


“ძალიან კარგად ვიცი, რომ მომდევნო თვეებში ქართულ პოლიტიკაში დიდი რაოდენობის ფულის შემოდინებაა დაგეგმილი [საზღვარგარეთიდან]. და მინდა გავაფრთხილო ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ფულს მიიღებენ – საქართველოს კანონმდებლობა ამას კრძალავს“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version