სტივენ მანი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი და საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი მიიღო, რომლებიც 11 აპრილს ერთდღიანი ვიზიტით სოხუმში იმყოფებოდნენ და თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდნენ.


სტივენ მანმა მიხეილ სააკაშვილს სოხუმში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსაც.

სტივენ მანი დღესვე თბილისიდან გამგზავრებამდე პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსაც შეხვდა.



 

Exit mobile version