ექსპერტები და ოფიციალური პირები წამების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმას განიხილავენ

12 აპრილს ეუთოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე უცხოელი ექსპერტები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები წამების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხს განიხილავენ.


ღონისძიება ხორციელდება ეუთოს მისიის წამების საწინააღმდეგო ინიციატივების და საქმიანობის ფარგლებში, ასევე  2003-2005 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ  ეუთოს მისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა  დაცვის ოფისის დახმარებით შემუშავდა, იტყობინება ეუთოს მისია საქართველოში.


“კონფერენცია დაეხმარება საქართველოს უფრო ეფექტურად განახორციელოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ამით წამების წინააღმდეგ საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდროს“, განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version