იმერეთის გუბერნატორი კვლავ შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული გია გეწაძე მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. იმერეთის რწმუნებულის მოვალეობას ამჟამად პირველი მოადგილე ზურაბ ჯიქია ასრულებს.


გია გეწაძე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე იყო, პრეზიდენტმა იმერეთში რწმუნებულად გასული წლის 28 სექტემბერს დანიშნა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version