აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატთა დელეგაცია, კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩევლის სტივენ მანის ხელმძღვანელობით სოხუმში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი.
11 აპრილს, ერთდღიანი ვიზიტისას ამერიკელი დიპლომატები თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელებთან გამართავენ შეხვედრებს.