ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, რომელიც თანხების მითვისების ბრალდებით 7 აპრილს დააკავეს, თანამდებობიდან გადადგა.


ჟორდანია ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული გადასახადების თავიდან არიდების ბრალდებით. იგი 2004 წლის იანვარში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში 742,000 ლარი გადაიხადა. სწორედ ამ თანხის მითვისებაში ედებოდა მას ბრალი.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჯერ არ დაუდგენია ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღი. არსებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას სავარაუდოდ ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად პარლამენტარი “ნაციონალური მოძრაობიდან“ ვლადიმერ გუცაევი დაიკავებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version