პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა მოსკოვის წინადადებაზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან – სერგეი ბაღაფშთან და ედუარდ კოკოითთან შეხვედრის თაობაზე სოჭში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 3 აპრილს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
“მართლაც არსებობდა წინადადება სოჭში შეხვედრის გამართვის თაობაზე … თუმცა ამგვარი შეხვედრის გამართვას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ იგი წინასწარ კარგად მომზადდება. ყველა შეხვედრა გარკვეული შედეგით უნდა დასრულდეს. შეხვედრის ჩატარებას მხოლოდ შეხვედრის გულისთვის აზრი არ აქვს”, განაცხადა სააკაშვილმა.