ქართული პრესა: დაგროვილი მოუგვარებელი პრობლემები – ხელისუფლების გამოწვევა

28 მარტს გაზეთ “24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ “ბოლო დროს დაგროვილი მოუგვარებელი პრობლემები“, მათ შორის საპროტესტო აქციები ელექტროენერგიის მოთხოვნით, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების გაფიცვა, ასევე შეუთანხმებლობა მთავრობის შიგნით, რაც გორის ინციდენტის შემდეგ გამოაშკარავდა, როდესაც პოლიციის რამდენიმე მაღალი რანგის თანამშრომელი კონტრაბანდასთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს, “მთავრობის მიერ წამოწყებული წარმატებული ინიციატივების დისკრედიტაციასაც კი ახდენს“.


გაზეთში ასევე ნათქვამია, რომ “აღნიშნულმა პროცესებმა საკმაოდ დააჩქარა შიდა დინებები ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში, კერძოდ – დაიწყო საუბრები თავად უმრავლესობის გახლეჩაზე, იმაზე, რომ უმრავლესობის “მოაზროვნე ნაწილი“ აპირებდა დამოუკიდებელი ფრაქციის ჩამოყალიბებას, რომელსაც პერსპექტივაში, შესაძლოა, მოენახა საერთო პრო-სააკაშვილისეულ “რესპუბლიკელებთან“.


გაზეთ “რეზონანსის“ ცნობით, “ბოლო დროს შეინიშნება ოპოზიციური პარტიების გააქტიურება დაგროვილი სოციალური პრობლემებისა და ქუჩის საპროტესტო აქციების ფონზე“.


“თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, მოახერხებენ თუ არა ოპოზიციური ძალის შექმნას, რომელიც ხელისუფლებას ანგარიშგასაწევ ოპონირებას გაუწევს. ჯერ-ჯერობით ამგვარი გაერთიანების ჩამოყალიბება ეჭვქვეშაა“, წერს “რეზონანსი“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version