ჩხიკვიშვილი: მოსკოვში მოლაპარაკებები წარმატებულად, თუმცა რთულად მიმდინარეობს

საქართველოში რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩხიკვიშვილის განცხადებით, მოსკოვში ქართულ-რუსული მოლაპარაკებები “წარმატებულად, თუმცა რთულად მიმდინარეობს“.


“მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმედია მოლაპარაკებების შედეგად მაისში რაიმე შედეგს მივაღწევთ“, განუცხადა ჟურნალისტებს 24 მარტს ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.


მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 23-25 მარტს მიმდინარე მოლაპარაკებებზე განიხილება საქართველოდან რუსული ბაზების, სავიზო რეჟიმის გამარტივების, საზღვრის დელიმიტაციის, კონფლიქტების მოგვარებისა და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version