საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მეუღლესთან ერთად სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება, სადაც შეხვდება უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს და მთავრობის სხვა წევრებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში დოკუმენტების ხელმოწერა.
25 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე დაესწრება ცერემონიალს, სადაც 2005 წელი საქართველოს წლად გამოცხადდება.
ეს მიხეილ სააკაშვილის უკვე მეორე ვიზიტია წელს უკრაინაში.